საქართველოს ტაეკვონდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 5 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ტაეკვონდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე 5 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

51 და 59 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. 51 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს შალვა ჩერტკოშვილი და გიორგი გამხიტაშვილი დაუპირისპირდნენ, სადაც ოქროს მედალი შალვა ჩერტკოშვილმა მოიპოვა.

59 კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ სირაძესა და რამაზ წუწუნავას შორის დაპირისპირება კი ნიკოლოზ სირაძის გამარჯვებით დასრულდა.

ოქროს მედლები მოიპოვეს 45, 48, 51, 59
და 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ კინწურაშვილმა, საბა აბრამიშვილმა, შალვა ჩერტკოშვილმა, ნიკოლოზ სირაძემ და ლუკა გელდიაშვილმა.

მეორე ადგილი დაიკავეს 37 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ბოსტოღანაშვილმა, 51 კგ წონით კატეგორიაში გიგა გამხიტაშვილმა და 59 კგ წონით კატეგორიაში რამაზ წუწუნავამ.

ასევე გაიმართა გუნდური პირველობა, სადაც ქართველ სპორტსმენთა გუნდმა (ზურაბ კინწურაშვილი, ნიკოლოზ სირაძე და ლუკა გელდიაშვილი) ორ გუნდურ შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.

გუნდის წარმატებულ ვიზიტს მწვრთნელის სტატუსით თან ახლდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - დავით ბაბუაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული