საქართველოს ჯიუ ჯიცუს ნაკრებმა ევროპის ღია ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
13 მაისს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ჯიუ ჯიცუში ევროპის ღია ტურნირი Open Vilnius 2017 გაიმართა.

აღნიშნული შეჯიბრი ამავდროულად 2017 წლის ნოემბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიც იყო.

ტრავმების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების წევრებმა გიორგი ობოლაძემ, არკადი ზუბიაშვილმა და სანდრო პავლიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, კახი ცაგარელმა კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ჯამურად ნაკრებმა სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველას გილოცავთ! ძალიან ვამაყობთ თქვენი წარმატებით.
სულ გამარჯვებით გევლოთ!
ალეკო
21:37 16-05-2017
0
ყოჩაღთ ბიჭებოოოო, ვამაყობთ თქვენით , დაძაბულ ორთაბრძოლებში ტრამვების მიუხედავად 4 მედალი მოუტანეს სამშობლოს. გვეამაყებით!!!!!!!!!!
ანანო
16:54 15-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული