ლეგენდარული გოლფისტის ტაიგერ ვუდსის ყოფილ მეუღლეს ელინ ნორდეგრენს თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული. 30 წლის მოდელი ქმრის ღალატს ვერ შეურიგდა.
ელინისა და ტაიგერის სკანდალური განქორწინების
შემდეგ, ქალმა ასობით მილიონი დოლარი მიიღო, მაგრამ ფულმა მას განწყობა ვერ გამოუკეთა. ის ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და დედას - შვედ პოლიტიკოს ბარბრო ჰოლმბერგს გამოუტყდა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობს. ქალიშვილის სიტყვებმა 58 წლის ქალბატონზე მძიმედ იმოქმედა - მან გულის შეტევა მიიღო და ორლანდოს ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს. ელინს საბედისწერო ნაბიჯის გადადგმაში ხელი შეუშალა შვილების - 3 წლის სემისა და
ქმრის ღალატით მიღებულმა სტრესმა მის გარეგნობასაც დაამჩნია კვალი.
"ჯოჯოხეთში ვიყავი, - იხსენებს ელინი. - ქმრის ღალატმა ჩემს ცხოვრებას ყოველგვარი აზრი დაუკარგა. რამდენიმე კვირა სახლიდან არ გამოვდიოდი და გაუთავებლად ვტიროდი. თითქმის არ ვჭამდი და ძალიან გავხდი, თმები გახუნდა და ცვენა დაიწყო. ბაშვები და სპეციალისტთა დახმარება რომ არა, ახლა ამ ქვეყნად არ ვიქნებოდი. მათ დამარწმუნეს, რომ ტაიგერი არასოდეს შეიცვლება, მე კი მის გარეშე ცხოვრება შემიძლია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"