სნუკერი: "მასტერსი" მერფიმ მოიგო

AutoSharing Option
ლონდონში დასრულდა "მასტერსის" ტურნირი სნუკერში, რომლის ტრიუმფატორი გახდა შონ მერფი. მან ფინალში 10:2 გაანადგურა რეიტინგის პირველი ნომერი ნილ რობერტსონი. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა ნახევარფინალურ ეტაპზე რონი ო'სალივანი გამოთიშა ბრძოლას.

გადამწყვეტ მატჩში მერფიმ ორი "სენჩური" შეასრულა, რითაც ტურნირზე ლიდერი გახდა ასიანი სერიების რაოდენობით (5). ლონდონში გამარჯვებამ მერფის საშუალება მისცა, გამხდარიყო "სამმაგი გვირგვინის" (მოგება მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრიტანეთის ჩემპიონატსა და "მასტერსზე") მფლობელი. 32 წლის ინგლისელი მხოლოდ მეცხრე სნუკერისტია ისტორიაში, ვისაც მსგავსი მიღწევა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული