MMA: შოთა ბეთლემიძემ კიკბოქსინგში მსოფლიოს ირანელი ჩემპიონი გაასილაქა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წარმატებით იასპარეზა MMA-ს (უნივერსალური ორთაბრძოლები) გორელმა აბსოლუტური წონითი კატეგორიის სპორტსმენმა შოთა ბეთლემიძემ სარეიტინგო ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ერევანში გაიმართა.

შოთას მეტოქე ირანელი მეჰდი რინო რაჰმანი იყო, რომელიც ირანში რეიტინგის მეორე ნომერია და ტიტულები არ აკლია. მიუხედავად ამისა, ქართველმა მნიშვნელოვანი უპირატესობით მოუთავა საქმე მოწინააღმდეგეს. სამივე რაუნდის მანძილზე პაექრობა, ძირითადად, პარტერში მიმდინარეობდა და ბეთლემიძე ზემოდან ასილაქებდა რაჰმანს.

შოთას უპირატესობის დადასტურება შეხვედრის საფინალო გონგის შემდეგ მსაჯებსაც არ გასჭირვებიათ.

"რაჰმანი სანდასა და კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელია და დგომში საკმაოდ შედეგიანად იბრძვის. ამიტომ მასთან
დასაპირისპირებლად სათანადო ტაქტიკის შერჩევისას სწორედ ეს ნიუანსი გავითვალისწინე და მეტოქის მუდამ პარტერში გადაყვანას და იქ უპირატესობის მოპოვებას ვცდილობდი.

ცხადია, კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი ჩემთვის სახეიროდ წარიმართა და გავიმარჯვე", - გვითხრა შოთა ბეთლემიძემ.

შოთასთვის წლეულს ეს მეოთხე შეხვედრა იყო უნივერსალური ორთაბრძოლების რინგზე. აქამდე მან გურამ ურიდია, სელიმ დემირკოლი (თურქეთი) და ჰასან მირჰუსეინი (ირანი) დაამარცხა.

მომდევნო დაპირისპირებას გორელი სპორტსმენი, სავარაუდოდ, წლის მიწურულს გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
შოთა გილოცავ ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყო.მოკითხვა ოჯახს.
მევლუდი
21 ნოემბერი 2016 10:04
0
genacvale magari jaci xar asaxeke mteli saqartvelo da pirvel rigshi gori ufali gfaravdes
lomidze
21 ნოემბერი 2015 16:14
0
ვულოცავ! შოთა ამასთან ერთად ეროვნული გვარდიის მაიორია.
likvi
21 ნოემბერი 2015 11:49
0
აუ,შე გეეენაცვალე,რა კაცი გვყოლია და აქამდე არაპერი ვიცოდი შოთაზე!ვიდითაც როგორი მაგარსკია?!კაი ბიჭია და თუ მოუმატა და არ იზარმაცა,ძალიან სერიოზული წარმატებები ექნება!!!
davidbe
21 ნოემბერი 2015 10:25
0
შოთას მიერ შაჰ-აბასის მისამართით "მოკითხვა" პაატა გიორგის ძე სააკაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად!!! დაგელოცოს მარჯვენა საამაყო ქ ა რ თ ვ ე ლ ო !!!
landi
20 ნოემბერი 2015 16:54
0
კი არ გაასილაქა, ჟეჟა! :)

(გასილაქება ჰქვია გაშლილი ხელის გარტყმას სახეში).
ჟეჟვა ჟიჟილაური
20 ნოემბერი 2015 15:15
0
დიახაც!!!!!!!!!!!! მპუააააააააააა!!!!!!!!!!!!
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
20 ნოემბერი 2015 13:10
0

სიახლეები პოპულარული