10:48 20-11-2015
MMA: შოთა ბეთლემიძემ კიკბოქსინგში მსოფლიოს ირანელი ჩემპიონი გაასილაქა [VIDEO]
AutoSharing Option
შოთას მეტოქე ირანელი მეჰდი რინო რაჰმანი იყო, რომელიც ირანში რეიტინგის მეორე ნომერია და ტიტულები არ აკლია. მიუხედავად ამისა, ქართველმა მნიშვნელოვანი უპირატესობით მოუთავა საქმე მოწინააღმდეგეს. სამივე რაუნდის მანძილზე პაექრობა, ძირითადად, პარტერში მიმდინარეობდა და ბეთლემიძე ზემოდან ასილაქებდა რაჰმანს.
შოთას უპირატესობის დადასტურება შეხვედრის საფინალო გონგის შემდეგ მსაჯებსაც არ გასჭირვებიათ.
"რაჰმანი სანდასა და კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელია და დგომში საკმაოდ შედეგიანად იბრძვის. ამიტომ მასთან დასაპირისპირებლად სათანადო ტაქტიკის შერჩევისას სწორედ ეს ნიუანსი გავითვალისწინე და მეტოქის მუდამ პარტერში გადაყვანას და იქ უპირატესობის მოპოვებას ვცდილობდი.
ცხადია, კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი ჩემთვის სახეიროდ წარიმართა და გავიმარჯვე", - გვითხრა შოთა ბეთლემიძემ.
შოთასთვის წლეულს ეს მეოთხე შეხვედრა იყო უნივერსალური ორთაბრძოლების რინგზე. აქამდე მან გურამ ურიდია, სელიმ დემირკოლი (თურქეთი) და ჰასან მირჰუსეინი (ირანი) დაამარცხა.
მომდევნო დაპირისპირებას გორელი სპორტსმენი, სავარაუდოდ, წლის მიწურულს გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
(გასილაქება ჰქვია გაშლილი ხელის გარტყმას სახეში).