15-16 ოქტომბერს ბილიარდში, პულის სახეობა 10-იანში გაიმართება 2016 წლის საქართველოს ჩემპიონატი

AutoSharing Option
15-16 ოქტომბერს ბილიარდში, პულის სახეობა 10-იანში გაიმართება 2016 წლის საქართველოს ჩემპიონატი და მასში მონაწილეობას ქვეყნის 16 უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს.

ტურნირი 1/4 -ფინალამდე ნახევრად ოლიმპიური სისტემით ჩატარდება, შემდეგ კი ფინალამდე - ოლიმპიურით. პირველი ეტაპის თამაშები გაიმართება 15 ოქტომბერს, მეორე ეტაპის თამაშები - 16 ოქტომბერს.

წყვილები:
ე. თოფჩიევი - ლ. ალმასია
რ. მხითარიანი - გ. ბერძენიშვილი
ნ. ბაქრაძე - ნ. ანთაძე
ი. დელიბაშვილი - გ. კვარაცხელია
ზ. წერეთელი - ი. მეფარიშვილი
ვ. ველთაური - ლ. ონიანი
დ. ავაკიანი - გ. ლაშხი
ზ.
თუშიშვილი - ლ. თამასიძე.

თამაშები გაიმართება ბილიარდის კლუბ "რიოში" და დაიწყება დილის 11:00-ზე. მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ტურნირზე დასწრებას, საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის პულის ლიგა შემოგთავაზებთ პირდაპირ ტრანსლაციას "ფეისბუქის" გვერდზე (იხილეთ ბმული).

წყარო: საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული