ჩინეთი რუსმა გააჩერა

AutoSharing Option
სენსაცია მოხდა წყალში მხტომელთა ტურნირზე. კაცებს შორის სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჩინეთის ნაკრები ოქროს მედლის გარეშე დარჩა.

პეკინის ოლიმპიადაზე რვიდან რვა ოქროს მოგების შემდეგ ჩინეთს ლონდონში ხუთი შესაძლებლიდან ხუთი პირველი ადგილი ჰქონდა მოპოვებული და გუშინ მეექვსე ოქროს უმიზნებდა.

ნახევარფინალის შემდეგ ლიდერი იყო ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი, ჩინელი ჩონ ჰე, მაგრამ ფინალში ოქროზე პრეტენზია არ განუცხადებია, რადგან საწყისი ნახტომები ცუდად შეასრულა.

გამარჯვების დიდი შანსი არც მეორე ადგილზე გასულ მეორე ჩინელს კაი კინს ჰქონია, რადგან შესანიშნავად გამოვიდა რუსი ილია ზახაროვი. მან ჯამში 555.9 ქულა
დააგროვა და მთელი 14 ქულით გაუსწრო კინს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ზახაროვის ბოლო ნახტომი, რომლისთვისაც მან 104,5 ქულა დაიმსახურა.

ეს ამ რუსის მეორე მედალია ლონდონში - მანამდე მან სამი მეტრიდან სინქრონულ ხტომებში ევგენი კუზნეცოვთან ერთად აიღო ვერცხლი.

კაცები
3 მ. ტრამპლინი
1. ილია ზახაროვი (რუს) 555.90
2. კაი კინი (ჩინ) 541.75
3. ჩონ ჰე (ჩინ) 524.15
4. პატრიკ ჰაუსდინგი (გერ) 505.55
5. ტონი დუმაისი (აშშ) 498.35
6. იაიელ კასტილიო (მექ) 492.70

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული