აღდგენილი პრესტიჟი

AutoSharing Option
ორი დღის წინ, კაცებს შორის 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომის ფინალში დამარცხების შემდეგ, ჩინეთს ოდნავ შელახული პრესტიჟის აღდგენა სჭირდებოდა.

ეს მისია დაეკისრა 19 წლის ბრწყინვალე სპორტსმენს, რუოლინ ჩენს. წესით, მას არ უნდა გასჭირვებოდა თავისი ქვეყნისთვის მორიგი ოქროს მოტანა. ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე, 15 წლის ჩენმა ორი ოქრო მოიგო 10 მეტრიდან სინქრონულ და ინდივიდუალურ ხტომებში.

ლონდონში ჯერ იყო თანაგუნდელ ჰაო ვანთან ერთად სინქრონულ ხტომებში გამარჯვება, გუშინ კი ჩენმა ზუსტად გაიმეორა პეკინში ნაჩვენები შედეგი და 19 წლის ასაკში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ჩენი
ორდღიანი კვალიფიკაციის ლიდერი იყო, გუშინდელი ფინალი კი უმაღლესი შეფასებით გახსნა. ჩინელს არც შემდეგი ნახტომები დაეწუნებოდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ უახლოეს მდევარს, ავსტრალიელ ბრიტანი ბრობენს 56 (!) ქულით გაუსწრო.

ბრობენი 16 წლის გახლავთ და ეს მის კარიერაში პირველი ოლიმპიადაა. შესაბამისად, ის კმაყოფილი დარჩა ვერცხლის მედლით. სიხარულს ვერ მალავდა მალაიზიელი პანდელილა პამგი - ისიც ძალიან კმაყოფილი იყო თავისი ბრინჯაოთი.

წყალში ხტომაში გასათამაშებელი დარჩა მედლების ერთი კომპლექტი. 11 აგვისტოს მამაკაცები გამოავლენენ უძლიერესს 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში.

ქალები. 10 მ
1. რუოლინ ჩენი (ჩინ) 422.30
2. ბრიტანი ბრობენი (ავსტრა) 366.50
3. პანდელელა პამგი (მალაიზ) 359.20
4. მელისა ვუ (ავსტრა) 358.10
5. იულია კოლტუნოვა (რუს) 357.90
6. პაოლა ესპინოსა (მექ) 356.20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული