ხვალ პეკინში მესტენდურთა მსოფლიოს თასი იწყება, რომელშიც საქართველოდან სამი მსროლელი გამოვა - მაია გუბიევა, დავით ქვათაძე და პავლე ლაკია. მოსკოვში მცხოვრები ლაკია საკუთარი ხარჯით უნდა ჩასულიყო ჩინეთში.
ჩვენებურთაგან ტურნირში ყველაზე ადრე გუბიევა ჩაებმება - ხვალვე ისვრის. რაც შეეხებათ ვაჟებს, ისინი 27-ში გამოვლენ.
ტურნირისთვის გუბიევამ ბაქოში გაიარა შეკრება. მესტენდურებიდან ის ერთადერთია, რომლისგანაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურს ელოდებიან.