სალუქვაძემ შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი თითქოს ურიგოდ არ დაიწყო - 97 და 98 ქულა დააგროვა, მაგრამ მესამე სერიაში მხოლოდ 94 აჩვენა და ჯამში 289 გამოუვიდა.
მეორე ნაწილში 96-96-ით დაიწყო, ბოლოს კი დაარტყა პენალი - მაქსიმალური შედეგი, 100 ქულა დააგროვა, მაგრამ დანაკარგის ანაზღაურება
შესარჩევი 19 წლის კორეელმა ჟანგმი კიმიმ მოიგო 591 ქულით, რაც ახალი ოლიმპიური რეკორდია. ამ ახალგაზრდა მსროლელს აქამდე ბევრი არც იცნობდა, რადგან უფროსებში ახალი გადმოსულია.
ასევე ბევრისთვის მოულოდნელად მეორე ადგილზე ტაივანელი ტანიაპორნ პრუკსაკორნი გავიდა საკმაოდ კარგი შედეგით - 86 ქულა, მესამეზე კი ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი ინგ ჩენი იყო 585-ით, თუმცა ის რუსთა ახალბედა კირა მოზგალოვას და უკრაინელთა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ოლენა კოსტევიჩს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებდა. ფინალურ ოქტეტში ასევე შევიდნენ უნგრელი სოფია ჩონკა (584), ჩრდილოკორეელი ჟო იონგ სუკი და სერბი მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი (ორივე - 583).
თავის მხრივ, ამ დუეტმა ფინალში ასევე დამატებითი მაჩვენებლებით შეასწრო ბულგარელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მარია გროზდევას. მის გარდა, ფინალში ვერც სერბი მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი იასნა სეკარიჩი მოხვდა, რომელიც "ველური ბარათით" წავიდა ლონდონში და სალუქვაძესავით მეშვიდე ოლიმპიადაზე გამოვიდა.
გასაკვირია ფინალში ტაივანელი და ჩრდილოკორეელი მსროლელების მოხვედრაც, თუმცა მათ აქა-იქ მაინც ვხედავდით საუკეთესოთა შორის. ოღონდ კლასი მაინც სხვაა და გადამწყვეტ ეტაპზე - ფინალში ორივემ ცუდად ისროლა. განსაკუთრებით - ტაივანელმა, რომელიც საბოლოოდ მერვეზე გადავარდა.
სამაგიეროდ, ფინალში ყველაზე კარგად ჭეშმარიტად ვარსკვლავმა ჩინელმა ისროლა - 206.4. ჩინეთში მხოლოდ ტყვიის სროლაში 10 მილიონამდე სპორტსმენი ვარჯიშობს და უდიდესი კონკურენციაა. ჩენმა და პნევმატურში გამარჯვებულმა ვენჯუნ გუომ კი პეკინშიც გაიმარჯვეს.
ამდენ ხანს მათ ნაკრებში არავინ გააჩერებდა, რომ არა მაღალი ოსტატობა და ჩენის შედეგიც ამის დასტურია. თუმცა შესარჩევში იმდენად ჩამორჩებოდა კორეელს, ოქროს მაინც ვერ შეწვდა იმის მიუხედავად, რომ კიმიმ ფინალში საკმაოდ ცუდად ისროლა - 201.4 ერთ-ერთი ცუდი შედეგი იყო.
ამის მიუხედავად, ჯამში 792.4 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონიც გახდა, ჩენმა კი 791.4 მოაქუჩა და ვერცხლს დაეუფლა. მესამეზე კოსტევიჩი გავიდა 788.6-ით, რომელიც ლონდონში მეორედ დაეუფლა ბრინჯაოს.
რაც შეეხება კიმის რეკორდს, 591 ქულით სალუქვაძემაც მოიგო სეულის ოლიმპიადა 1988 წელს და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, თუმცა მას მერე ფარები შეიცვალა და ახალი ათვლა წავიდა. ოღონდ გაგვაკვირვა იმან, რომ ოლიმპიადის ოფიციალურ და სროლის საერთაშორისო ფედერაციების საიტებზე მას განსხვავებული მონაცემები დაუწერეს.
კერძოდ, ფედერაციის საიტზე შესარჩევში 592 უწერია, ფინალში - 204.9 და მსოფლიოს რეკორდსმენადაა მოხსენიებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"