ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად კახა ბექაური აირჩიეს

AutoSharing Option
20 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ტყვიის სროლის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით კახაბერ ბექაური აირჩიეს.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე 33 დელეგატი მონაწილეობდა, კახა ბექაური კი ერთადერთი კანდიდატი იყო.

ყრილობაზე ასევე დაამტკიცეს ვიცე-პრეზიდენტები - ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი ტყვიის სროლაში - ნინო სალუქვაძე და სასტენდო სროლაში მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე - თამაზ იმნაიშვილი.

ტყვიის სროლის ფედერაციას 2010 წლიდან გია უდესიანი ხელმძღვანელობდა,
რომელმაც ამ პოსტზე დავით ქარსელაძე შეცვალა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული