ხუციბერიძე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, უცხოეთში კი პირველად იანვარში იასპარეზა, როცა მიუნხენის დიდ საერთაშორისო ტურნირში გამოვიდა.
დიორში მან საკვალიფიკაციო ეტაპი ჩინებული შედეგით - 377 ქულით დაასრულა და ფინალში მეხუთე ადგილით შევიდა. ერთი შეხედვით, ცალკეულ სერიებში არ ჰქონდა მაღალი მაჩვენებლები - 94, 95, 93 და 95 ქულა, თუმცა ვერც სხვები ბრწყინავდნენ. მაგალითად, შესარჩევი რუსმა
ხუციბერიძემ ფინალშიც კარგად ისროლა და ფრანგ მატილდე ლამოლესთან ერთად ბოლომდე შემორჩა მარათონს. დასკვნით სერიაში ფრანგი ოდნავ უფრო ზუსტი აღმოჩნდა და 198.4 ქულით ჩემპიონიც გახდა, ხუციბერიძემ კი 193.7-ით ვერცხლი მოიპოვა. მესამეზე ჩეხი დენისა ბეზდეჩა გავიდა 174.9-ით.
ევროპის ჩემპიონატი დიორში დღეს, 24 თებერვალს დაიწყო და სტარტზე ჩვენგან მხოლოდ ხუციბერიძე დადგა. მან თანაგუნდელებს კარგი სტიმული მისცა, რაც ნამდვილად სჭირდებათ - ამ ტურნირზე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის სამ-სამი ლიცენზიაც თამაშდება. თუმცა სალიცენზიო შეჯიბრებამდე დიორში ისევ ახალგაზრდები იასპარეზებენ, ამჯერად - ვაჟები, სადაც ორი მონაწილე გეყოლება: ვლადიმერ მაიოროვი და აკაკი მოსულიშვილი. ისინი ხუთშაბათს ისვრიან და იმავე დღესვე გაიმართება შერეული წყვილებიც ახალგაზრდებში, სადაც წყვილს ქვეყნიდან საუკეთესო გოგონა და ვაჟი შეადგენენ.
26 თებერვალს ევროპის ჩემპიონატში ვაჟები ჩაებმებიან, ჩვენგან კი ლიცენზიისთვის ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე გაისვრიან. ჩემპიონატი 27 თებერვალს ქალთა შეჯიბრებით დასრულდება, სადაც ასევე ორი მონაწილე გვეყოლება - ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე, თუმცა ამ დუეტიდან საგზური მხოლოდ კილაძის სადარდელია, რადგან სალუქვაძეს მოპოვებული აქვს.