25 თებერვალს ისევ ახალგაზრდები ისროდნენ, ოღონდ ამჯერად - ბიჭები, სადაც ორი მონაწილე გვყავდა, თუმცა ფინალში ვერ შევიდნენ.
ეგ კი არა, საკმაოდ ცუდად ისროლეს: ვლადიმერ მაიოროვმა 561 ქულა დააგროვა და 22-ე ადგილზე გავიდა, აკაკი მოსულიშვილის მონაგარი კი 560 ქულა და 24-ე პოზიციაა. ცალკეული სერიების უმეტესობა ორივემ სუსტად ჩაატარა - მათი მაქსიმალური შედეგი 96 ქულაა და ისიც მხოლოდ თითო სერიაში დააგროვეს, ისე კი მათი მონაგარი 91, 92 და
ეტყობა, ნინო ხუციბერიძისგან განსხვავებით, მათ არ მოუხდათ ბულგარული შეკრება. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, გოგონებში ხუციბერიძემ ჩემპიონატის სტარტზევე ვერცხლი მოიპოვა. თან საკვალიფიკაციოში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა - 377 ქულა.
ტურნირს კი რაც შეეხება, ბიჭებში, ფინალში, რუსეთის სამივე წარმომადგენელი შევიდა და რა გასაკვირია, ოქროს მედალი მათ თუ დარჩათ - ჩემპიონი არტემ ჩერნოუსოვი გახდა 197.2 ქულით. ვერცხლი 195.5-იან ლატვიელ გვიდო ცვეტკოცვსკის დარჩა, ბრინჯაო კი მეორე რუსმა - ანტონ ჟანინმა დაისაკუთრა 175.0-ით.
დღეს, 26 თებერვალს, ევროპის ჩემპიონატში ვაჟები ჩაებმებიან და რიო დე ჟანეიროს ბოლო სამ ლიცენზიასაც გაითამაშებენ. აქ ორი მონაწილე გვეყოლება - ევროპის მესამეპრიზიორი გუნდურში ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე.
27-ში უკვე ქალები იასპარეზებენ, სადაც ასევე სამი საგზური გაიცემა. იქაც ორი მონაწილე გვეყოლება - ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ახალგაზრდა ლიზი კილაძე. ამათგან სალუქვაძეს უკვე აქვს ოლიმპიადის საგზური, 17 წლის კილაძე კი ახალგაზრდების ნაცვლად უფროსებში სწორედ ლიცენზიის საძიებლად გამოჰყავთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"