ტურ დე ფრანსი 2013: შარდი მარკ კევენდიშისთვის

AutoSharing Option
სკანდალურად განვითარდა "ომეგა ფარმას" ბრიტანელი ველომრბოლელისთვის - მარკ კევენდიშისთვის მე-11 ეტაპი, რომელშიც პირველობა გათამაშდა დროზე განცალკევებით რბოლაში.

ეტაპის მსვლელობისას ბრიტანელ სპრინტერს ერთ-ერთმა მაყურებელმა შარდი შეასხა. ამის შესახებ იტყობინება ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" "ომეგა ფარმას" მენეჯერ პატრიკ ლეფევრზე დაყრდნობით.

ლეფევრის თქმით, კევენდიში დიდად არ განაწყენებულა მომხდარის გამო, ის უფრო ნაღვლიანი ჩანდა რბოლის დასრულების შემდეგ. "ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ველოსპორტის გულშემატკივრები წესიერი ადამიანები იყვნენ. მე უფლება არ მაქვს, კონკრეტულად ვინმე დავადანაშაულო, რადგან გზის პირას 100-200 ათასი ადამიანი დგას", - განაცხადა "ომეგა-ფარმას" მენეჯერმა.

"გარდიანი" წერს,
რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სამაგიერო გადაუხადა კევენდიშს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 9 ივლისს მოხდა. ფინიშთან ახლოს ბრიტანელმა მრბოლელმა ხელი უბიძგა ჰოლანდიელ ტომ ვეელერსს Argos-Shimano-ს გუნდიდან. შედეგად, ვეელერსი ტრასაზე დაეცა. ამით ისარგებლა კევენდიშმა, რომელიც ფინიშთან მესამე მივიდა. რბოლის შემდეგ ბრიტანელმა ბოდიში მოუხადა ჰოლანდიელს.

მარკ კევენდიშს წლევანდელ ტურზე მხოლოდ ერთი ეტაპი აქვს მოგებული.

* * *
ტურ დე ფრანსზე მე-12 ეტაპი გაიმართა, რომელშიც მორიგი სპრინტერული ფინიში ვიხილეთ. კევენდიშმა ისევ წააგო, ხოლო ფრანგული ველომარათონის ერთ-ერთ გმირად ყალიბდება გერმანელი მარსელ კიტელი. მან 11 ივლისს ბოლო მეტრებზე აჯობა კევენდიშსა და სლოვაკ პეტერ საგანს და ამ ტურზე მესამე ეტაპი მოიგო.

XII ეტაპი
ფუჟერი-ტური. 218 კმ.
1. მარსელ კიტელი (გერ, Argos) - 4:49.49; 2. მარკ კევენდიში (ბრიტ, Omega Pharma - Quick-Step) - იგივე დრო; 3. პეტერ საგანი (სლოვაკ, Cannondale) - იგივე დრო; 4. ალექსანდერ კრისტოფი (ნორ, Katyusha) - იგივე დრო; 5. რობერტო ფერარი (იტა, Lampre) - იგივე დრო; 6. დერილ იმპი (ს. აფრ, Orica) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 47:19.13; 2. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +3.25; 33. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +3.37; 4. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +3.54; 5. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +3.57; 6. ლაურენს ტენ დამი (ჰოლ, Belkin) - +4.10...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი 2013: ყველაფერმა აზრი დაკარგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული