ლენს არმსტრონგი: ველოსპორტი ხელს უწყობს დოპინგის კულტურას

AutoSharing Option
ლეგენდარულმა და სკანდალურმა ამერიკელმა ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა განაცხადა, რომ მისი გამოსვლების პერიოდში აკრძალული პრეპარატების გამოყენება გარდაუვალი იყო.

"ველოსპორტი ხელს უწყობდა დოპინგის კულტურას. არსებობდა ერითროპოეტინი და ის იმდენად ეფექტური იყო, რომ დღეს, მისი ექვივალენტის არსებობის შემთხვევაში, ყველა ამ აკრძალულ პრეპარატზე "შეჯდებოდა". რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მისი აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

2009 და 2010 წლებში არაფერს ვიღებდი. რომ ყოფილიყო საიმედო ასპროცენტიანი ტესტი და ჩემთვის ეთქვათ: "ლენს, მიდი სინჯები ჩააბარე", უყოყმანოდ წავიდოდი ამაზე. მაგრამ ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს არ სჭირდებოდა იმის დამტკიცება, რომ
სუფთა ვარ, რადგან ეს დააზარალებდა მათი ლეგენდის იმიჯს.

ჩემი კოლეგებიდან არავის მივაჩნივარ მატყუარად. ჩემს ყოფილ პარტნიორს კევინ ლივინგსტონს ჰქონდა შესანიშნავი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მას ჰკითხეს - "ტურ დე ფრანსის" მონაწილეთა რა პროცენტი იყენებდა მის თაობაში ერითროპოეტინს? ლივინგსტონმა უპასუხა: "ტურის 190 ველომრბოლს შორის 200 იყენებდა ეპო-ს", - ამბობს არმსტრონგი Cyclingnews.com-თან კომენტარში.

2012 წელს, ლენსი აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ამხილეს. მას ჩამოართვეს ყველა ტიტული, რომელიც 1998 წლიდან მოყოლებული ჰქონდა მოპოვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გთხოვთ ტურ დე ფრასზე დადოთ სერიოზული სტატიები!ძალიან გვაინტერესებს!!!!
გრეგ ლემონდი
10:12 06-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული