ამის შესახებ სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილისა და ჟურნალისტების დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"შეხვედრა იყო დახურული და ინფორმაციის გაჟღერების პრეროგატივა იმ ადამიანს აქვს, ვინც დაგეგმა. რაც შეეხება იდეას, ვფიქრობ საჭიროა ასეთი შეხვედრები, არა მარტო იმ კანდიდატისგან, რომელიც "დამარცხდა", არამედ მეორე მხარისგანაც, რადგან ამას გამჭვირვალობის ეფექტი ექნება. შესაბამისად, ადამიანი მეტად იქნება ინფორმირებული. იმ კითხვებზე, რაც მე მქონდა, პასუხები მივიღე", - განაცხადა
შეხვედრით კმაყოფილია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტებთან არაფორმალურ გარემოში დისკუსია მისთვის სასარგებლო და საინტერესო იყო.
მანვე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირაში ის ოლიპიელებს, სპორტსმენებსა და დელეგატებს ასეთივე ფორმატში შეხვდება.
"აღნიშნულ ფორმატში მედიის წარმოამდგენლებთან გულახდილი საუბარი შედგა. ის, რისი თქმაც ტელეეთერებთან არ შეიძლება ან საჭირო არ არის, დღეს გაჟღერდა. ვთვლი, რომ ეს პირველ რიგში ჩემთვის იყო საინტერესო და სასარგებლო. სასამართლო დავა გრძელდება და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა.
დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი მწვავე საკითხი განვიხილეთ. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო ისეთი ლმობიერი, როგორიც აქამდე ვიყავი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი მეძმარიაშვილმა.
მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი და გენერალური მდივნობის კანდიდატი მაია აზარაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.
R