ექსპრეზიდენტს სიკვდილით დასჯა ელის

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში პანიკაა: ოლიმპიზმის ლიდერებს გამბიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის ლანგ ტომბონგა ტამბას ბედი ადარდებთ. ხსენებული ჩინოვნიკის სახელ-გვარს ნუ გაგვამეორებინებთ და, ამ კაცს სახელმწიფოებრივი გადატრიალების მცდელობისთვის სიკვდილით დასჯა ელის. სოკ-ის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა განაცხადა, მართალია, ჩვენს ორგანიზაციას სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, მაგრამ კომიტეტი გამბიის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და ტამბას ბედით შეწუხებულიაო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული