საერთო გუნდური ჩათვლა: 1. ჩინეთი - 49 (28, 16, 5), 2. რუსეთი - 39 (16, 13, 10), 3. სამხრეთ კორეა - 15 (10, 2, 3) მედალი.
11:12 24-08-2010
სამეული უცვლელია
AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც სინგაპური მასპინძლობს. გუშინ მედლების 20 კომპლექტი გათამაშდა. კვლავ იყოჩაღეს ჩინელებმა, რომლებმაც საერთო გუნდურ მონაგარს 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი შესძინეს. კალათბურთში ჩინელმა გოგონებმა ფინალური ორთაბრძოლა ავსტრალიელებს მოუგეს- 33:29, სერბმა ვაჟებმა კი ხორვატებს სძლიეს-22:9. სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჩინელმა ჟიაო ლიუმ ყველას აჯობა. მისმა თანამემამულე იუთინ გიუმ მაგიდის ჩოგბურთელი გოგონები დაჯაბნა, ვაჟებში იაპონელმა ნივა კოკიმ იმარჯვა. პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოქრო კორეელ კიმ იანგ მის ხვდა. მძლეოსნობაში 12 უმაღლესი ჯილდოდან ორ-ორი ფრანგებმა,
კუბელებმა, კენიელებმა და ამერიკელებმა მოიპოვეს, ხოლო შვედები, ეთიოპელები, ესპანელები და ჩინელები თითოს დასჯერდნენ. ძიუდოისტ გოგონებში (78) ბელგიელმა ლოლა მანსურმა იყოჩაღა, ვაჟებში - იაპონელმა რიოსუკე იგარაშიმ (100). ასპარეზობის ბოლო დღეს - 25 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტები - ბექა ტუღუში და სოფიო ბერიძე გუნდურში მოსინჯავენ ძალებს.
საერთო გუნდური ჩათვლა: 1. ჩინეთი - 49 (28, 16, 5), 2. რუსეთი - 39 (16, 13, 10), 3. სამხრეთ კორეა - 15 (10, 2, 3) მედალი.
საერთო გუნდური ჩათვლა: 1. ჩინეთი - 49 (28, 16, 5), 2. რუსეთი - 39 (16, 13, 10), 3. სამხრეთ კორეა - 15 (10, 2, 3) მედალი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული