ირანმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ვებგვერდი დაბლოკა

AutoSharing Option
ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ინტერნეტის მომხმარებლებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებგვერდზე შესვლის საშუალება არ აქვთ - ირანში ეს გვერდი დაბლოკილია.

როგორც BBC იუწყება, London2012.com-ის ნაცვლად, მონიტორზე ავტომატურად იხსნება Peyvandha.ir - ირანული საძიებო პორტალი.

ინტერნეტის ირანელი მომხმარებლების 99-მა პროცენტმა უარყოფითი პოზიცია გამოხატა ამგვარი ბლოკირების გამო. ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ადრე ირანის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიურ თამაშებს "რასისტული" ემბლემის გამო.

ირანელი ჩინოვნიკები აღაშფოთა იმან, რომ ემბლემაზე 2012
-ის ნაცვლად იკითხება სიტყვა - Zion ("სიონი" - იერუსალიმის ბიბლიური სახელწოდება); მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა, რომ ირანი მაინც გაუშვებდა საკუთარ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადაზე, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში 27 ივლისს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული