ესტაფეტას სპიროსი გიანიოტისი დაიწყებს

AutoSharing Option
გუშინ გაირკვა, რომ ლონდონის ოლიმპიადის ჩირაღდნის ესტაფეტას ბერძენი მოცურავე სპიროს გიანიოტისი დაიწყებს.

ცეცხლს 10 მაისს, საბერძნეთის პროვინცია ოლიმპიაში დაანთებენ. ღია წყალზე მსოფლიოს ჩემპიონი გიანიოტისი ჩირაღდანს ტრადიციული რიტუალის შემდეგ მიიღებს. სანამ ოლიმპიურ ცეცხლს ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორებს გადასცემენ, ჩირაღდანი საბერძნეთის ტერიტორიაზე იმოგზაურებს და ეს ესტაფეტა ათენის იმ სტადიონზე დასრულდება, რომელზეც 1896 წელს თანამედროვეობის ისტორიაში პირველი ოლიმპიადა ჩატარდა.

გიანიოტისი ბრიტანეთში დაბადებული ბერძენია, რაც სიმბოლურია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ეს ქვეყანა ატარებს ზაფხულის თამაშებს.

საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩირაღდნის ესტაფეტის ბოლო ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ძალოსანი პიროს
დიმასი და ტანმოვარჯიშე ლი ნინი, რომელმაც პეკინის ოლიმპიადის ცეცხლი დაანთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული