ოლიმპიზმი. საქართველო და იაპონია დამეგობრდნენ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნის ეოკ-ებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებას. ევროპის რამდენიმე ქვეყნის ეოკ-ებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მათ რიცხვს კი ახლა იაპონიაც შეემატა.

ტოკიოში ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ცუნეკაზუ ტაკედამ და მისმა ქართველმა კოლეგამ გია ნაცვლიშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, იაპონიის ეოკ-ის აღმასკომის წევრები, ვიცე-პრეზიდენტი მასატო მიზუნო, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდის "მიზუნოს" პრეზიდენტია.

დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს და ორი ქვეყნის ეოკ-ებს შორის გრძლვადიან თანამშრომლობას უყრის
საფუძველს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ოლიმპიური პრინციპების განმტკიცებას, ეფექტურ თანამშრომლობას მაღალი მიღწევების სპორტში და სპორტი ყველასათვის პროცესში, ათლეტებისა და ხალხების დაახლოებას, გამოცდილების
ურთიერთგაზიარებას, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპორტსმენებისა და მწვრთნელების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, სხვადასხვა სპორტის სახეობაში ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების მოწყობას და ა.შ.

მემორანდუმი იმოქმედებს ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა მხარეები უფლებას იტოვებენ, 6 თვით ადრე დოკუმენტს გადახედონ და სურვილის შემთხვევაში კვლავ გაახანგრძლივონ მისი მოქმედების ვადა.

სეოკ-ის პრესსამსახური


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული