40 წლის გარდნერმა იმით გაითქვა სახელი, რომ ლეგენდარულ რუს მოჭიდავეს ალექსანდრ კარელინს კარიერაში ერთადერთი მარცხი აგემა. ეს მოხდა სიდნეის ოლიმპიადის ფინალში.
ახლა, ამერიკელმა აშშ-ის ოლიმპიურ ნაკრებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირში გამოსვლა გადაწყვიტა. ტურნირის გამარჯვებულები გაინაღდებენ ლონდონის ოლიმპიადის საგზურს.
ამერიკის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელის ინფორმაციით, გარდნერის გარდა ოლიმპიადაზე მოხვედრას ეცდებიან სხვადასხვა წელს თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონები - კაელ სანდერსონი, ჰენრი სეჰუდო და 42
აღსანიშნავია, რომ ლონდონში გამარჯვებისთვის ამერიკელ მოჭიდავეებს 250 ათას დოლარს პირდებიან.
რაც შეეხება გარდნერს, მან დიდი სპორტი ათენის ოლიმპიადის შემდეგ დატოვა. 2010 წლის ბოლოსთვის ის 215 კილოგრამს იწონიდა, შემდეგ გამოჩნდა რეალითი-შოუში - The Biggest Loser, სადაც მონაწილეები ზედმეტ წონას ებრძვიან. გარდნერმა პროექტი ვერ მოიგო, მაგრამ 70 კლოგრამზე მეტი დაიკლო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"