საბერძნეთში 2012 წლის ოლიმპიური ცეცხლი აანთეს

AutoSharing Option
ვიდეო
საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მზის სხივებისგან 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი აინთო, რომელიც ლონდონში გაიმართება.

ბერძენმა მსახიობმა ინო მენეგაკიმ, რომელიც გამართულ ცერემონიაში ქურუმი ქალის როლს ასრულებდა, ცეცხლი აანთო და პირველი ჩირაღდნის მატარებელს, მოცურავე სპიროს იანიოტისს გადასცა.

იანიოტისი საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის პირველ ეტაპზე გაირბენს, რომელიც 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

17 მაისს ჩირაღდანს ქალაქ ათენის სტადიონზე მიიტანენ, სადაც ცეცხლს ლონდონის თამაშების ორგანიზატორებს გადასცემენ.

70-დღიანი ესტაფეტის განმავლობაში ოლიმპიური ცეცხლი 12,8 ათას კილომეტრს გაივლის. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების დროს პეკინში მომხდარი არეულობების გამო გადაწყდა,
რომ მხოლოდ ნაციონალური ესტაფეტა ჩატარდეს.

ლონდონის ოლიმპიადის ცეცხლი, დიდი ბრიტანეთის გარდა, ირლანდიასაც გაივლის. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 27 ივლისს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული