როგორც ირკვევა, BBC-ის ჟურნალისტი გერაშჩენკოსთან (ეს ჩინოვნიკი უკრაინელ გულშემატკივრებსა და ოფიციალურ პირებს შორის ოლიმპიადის ბილეთების გავრცელებაზეა პასუხისმგებელი) კავშირზე გავიდა და ამ უკანასკნელს ბილეთების გადამყიდველად გაეცნო.
ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვედრისას გენერალურმა მენეჯერმა "გადამყიდველს" განუცხადა, რომ მზად არის, ნაღდი ფულის სანაცვლოდ მიჰყიდოს მას დაახლოებით 100 ბილეთი რამდენიმე ათას ფუნტად.
მოგვიანებით, BBC-ისთან კომენტარში ამ შეხვედრაზე საუბრისას გერაშჩენკომ განაცხადა, რომ აზრად
როგორც სააგენტო AP წერს, BBC-ის რეპორტაჟის შემდეგ უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სერგეი ბუბკამ დროებით ჩამოაშორა თანამდებობას გერაშჩენკო. ბუბკამ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეამოწმებს ბრიტანული ტელეკომპანიის ბრალდებას.
მოქმედი წესების თანახმად, რომელიც ბილეთების გადამყიდველებთან ბრძოლის მიზნით შემუშავდა, ამა თუ იმ ქვეყნისთვის გამოყოფილი ოლიმპიური ბილეთები მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შორის უნდა განაწილდეს.
როგორც BBC აღნიშნავს, ბრიტანეთში ოლიმპიური ბილეთების არალეგალური გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და 20 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ვლადიმერ გერაშჩენკო უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მენეჯერის პოსტს 1997 წლიდან იკავებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"