ამერიკა მიშელ ობამას ჩააბარეს

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას სათავეში ჩაუდგება ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა. ამის შესახებ გამოაცხადა თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შევლენ გასული წლების ოლიმპიური ჩემპიონები, მაგალითად, ცნობილი კალათბურთელი გრანტ ჰილი, რომელმაც ატლანტას ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი, აგრეთვე მოცურავე სამერ სანდერსი, ვინც 1992 წელს ბარსელონში ორი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მიიღო.

"ჩვენ წარმოვადგენთ ლონდონში ყველაფერ საუკეთესოს, რაც ჩვენ ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა მიშელ ობამამ, რომელმაც დაამატა, რომ "ოლიმპიელები და პარალიმპიელები - ამერიკის ნამდვილი გმირები არიან და
მათ უნდა მიბაძოს ამერიკის ახალგაზრდობამ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული