ვინ იქნება ესპანეთის ნაკრების მედროშე - რაფაელ ნადალის ნაცვლად პაუ გასოლი?

AutoSharing Option
ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ტრავმირებული რაფაელ ნადალის შემცვლელი ფელისიანო ლოპესი იქნება.

ის რეიტინგის პირველ 56 ჩოგბურთელს შორის შედის და შესაბამისად, ესპანეთს ისევ ოთხი წარმომადგენელი ეყოლება ოლიმპიადაზე.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მედროშე გახსნის ცერემონიაზე. როგორც იცით, ეს მისია ნადალს ჰქონდა დაკისრებული.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის დროშა, შესაძლოა, "ლეიკერსის" ფორვარდ პაუ გასოლს ჩააბარონ. ასევე განიხილება აფროსნების - იკერ მარტინესისა და ჩაბი ფერნანდესის კანდიდატურები.

* * *
ესპანურ სპორტთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ლონდონში
ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს ველომრბოლი სამუელ სანჩესი. მან ვერ მოასწრო ტურ დე ფრანსის ერთ-ერთ ეტაპზე მიღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელება.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი ტრასაზე იმ დროს დაეცა, როცა საათში 100 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა. ამის გამო მან მარცხენა მხარი და ხელი დაიზიანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული