საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ლონდონში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიემგზავრება

AutoSharing Option
22 ივლისს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მიიღო და ლონდონში გამგზავრების წინ გზა დაულოცა, ოლიმპიურ თამაშებში წარმატებები უსურვა:

"მინდა მოგესალმოთ და ასეთ მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებაში ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. ღვთის მადლი გფარავდეთ".

დელეგაციის თითოეულმა წევრმა პატრიარქისგან კურთხევა მიიღო. შეხვედრის დასასრულს კათალიკოს-პატრიარქმა საქართველოს დელეგაციას ლონდონში წასაბრძანებლად ხატი გადასცა. საგულისხმოა, რომ ჩვენი ოლიმპიელები პეკინის ოლიმპიადის წინაც პატრიარქმა დალოცა და სამშობლოში შესანიშნავი შედეგებით დაბრუნდნენ.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ლონდონში 25 ივლისს გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული