კერძოდ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დამატებით 1200 ჯარისკაცი გამოჰყო ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებისთვის. მანამდე იგივე მისია დაეკისრა 3500 სამხედრო მოსამსახურეს.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სამხედროების ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც იმ კერძო ფირმამ, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ საკითხების მოგვარებით, საკონტრაქტო ვალდებულებები არ შეასრულა. კერძოდ, მან ვერ შეძლო საჭირო რაოდენობის მცველების მობილიზება.
ბრაზილიამ ძირითადი მეკარე დაკარგა
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა - ბრაზილიის ნაკრებმა, ძირითადი მეკარე რაფაელ კაბრალი დაკარგა. "სანტოსის" გოლკიპერმა ტრავმა ერთ-ერთი
ბრაზილიელთა დამრიგებელმა მანუ მენეზეშმა უკვე გამოაცხადა, რომ რაფაელს ძირითად შემადგენლობაში სარეზერვო მეკარე, "ფიორენტინას" წევრი ნეტუ შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიამ ორი დღის წინ საწვრთნელი შეხვედრა ჩაატარა ბრიტანეთის ნაკრების წინააღმდეგ და 2:0 გაიმარჯვა.
ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპს ბრაზილია ხვალ, ეგვიპტესთან მატჩით გახსნის. C ჯგუფში მისი მეტოქეები ასევე არიან - ბელარუსი და ახალი ზელანდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"