მისი თქმით, ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტის მიერ მოპოვებულმა პირველმა ოქროს მედალმა საქართველოს ნაკრებს კარგი განწყობა შეუქმნა.
"ქართულ დელეგაციაში საზეიმო განწყობაა. ჩვენ კიდევ ველოდებით რამდენიმე მედალს", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ლაშა შავდათუაშვილი გამარჯვების შემდეგ მეექვსე ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, დელეგაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოდან გულშემატკივრობას.
20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა
ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია.
interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
ლაშარელა - მეექვსე გაელვება [+VIDEO]