ქართველი ოლიმპიელების განრიგი 1 აგვისტოსთვის

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 1 აგვისტოს ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი იმედი გამოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი თბილისის დროით 12:30 კამერუნელ დიუდონე დოლასენს შეხვდება. კამერუნელის ძლევის შემთხვევაში კი ჩვენებური ავსტრალიელ მარკ ანტონის დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მეორე ქართველ სპორტსმენს, შვიდი ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან ისვრის და პნევმატურში განცდილი მარცხის რეაბილიტაციას შეეცდება.

სალუქვაძე ასპარეზობას ჩვენი დროით 12:00 სთ-ზე დაიწყებს.

ასევე იხილეთ:

ქართველი ოლიმპიელები და მათი გამოსვლის კალენდარი ლონდონი 2012-ზე

ვალერი ლიპარტელიანი - მორიგი ფავორიტის იმედად
ნინო სალუქვაძის მეორე
შანსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული