როკჯგუფ "ქოლდფლეის" ცოცხალი შესრულებით, ცეცხლოვანი აკრობატული შოუებით, არაჩვეულებრივი წარმოდგენებით, ლონდონელებმა ოლიმპიური დროშა 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელს - რიო დე ჟანეიროს გადაულოცეს (იხილეთ ვიდეო).
"ქოლდფლეიმ" ორსაათნახევრიან ცერემონიაზე ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულა. მოგვიანებით სცენა რიანამ და რეპერმა ჯეი ზიმ დაიკავეს.