პროტესტი ბულგარულად: ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობის ოლიმპიადიდან ამოღებისთვის ოლიმპიური ოქრო უკან დააბრუნა

AutoSharing Option
თავისუფალ ჭიდაობაში ატლანტას 1996 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბულგარელმა ვალენტინ იორდანოვმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის თავისი ოქროს მედლის დაბრუნება გადაწყვიტა.

იორდანოვმა, რომელიც ბულგარეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, ამ ხერხით გამოხატა პროტესტი ოლიმპიური პროგრამიდან ჭიდაობის ამოღების გამო.

სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე 53 წლის იორდანოვმა განაცხადა, რომ პირადად დაუბრუნებს მედალს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჟაკ როგეს.

იორდანოვს მხარი დაუჭირეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა არმენ ნაზარიანმა და სერაფიმ ბარზაკოვმა, რომელმაც 2000 წელს მოიგო ვერცხლის მედალი. ისინი მზად არიან, სოკ-ის გადაწყვეტილება შიმშილობით გააპროტესტონ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის
თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის ორივე სახეობის ამოღების რეკომენდაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომიდან მოდის. ჭიდაობა არ შედის სპორტის სახეობების ძირითად სიაში და პროგრამაში შეიძლება მოხვდეს "დამატებითი" სახეობის სტატუსით. ჭიდაობის კონკურენტებია: ბეისბოლი/სოფტბოლი, კარატე, როლერ-სპორტი, სპორტული მეკლდეურობა, სქვოში, ვეიკბორდინგი და უშუ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 2013 წლის სექტემბერში, ბუენოს აირესში მიიღებენ, სადაც გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამოიღებენ და ძალიან კარგი. ეტყობა ეს სახელოვანი მოჭიდავეებიც ღრმად არიან გახვეული კორუფციულ სქემაში და იმიტომ გაწიწმატდნენ. ის როგორია მედლებს რომ ხსნიან მკერდიდან მოჭიდავეებს. გაისხენეთ ბოლო ოლიმპიადაზე ჩვენი მოჭიდავის ლადო გეგეშიძის ამბავი. მოგებული სხვაკტა წააგებინეს ამ დ,, . რაზე ვსაუბრობთ მაშინ? არა მარტო ჭიდაობა, ყველა ის სპორტული სახეობა, სადაც კორუფციაა ჩაბუდებული, უნდა ამოიღო თამაშებიდან და არა მარტო ოლიმპიური.
vaxtangi
11:10 21-02-2013
0

სიახლეები პოპულარული