კომიტეტის რიგგარეშე სესიას, რომელიც 2 მაისს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა, 80-მდე მონაწილე ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები, კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ზამთრის სახეობების ფედერაციების ხელმძღვანელები.
სესიის მიმდინარეობისას სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.
ძირითადი არგუმენტები, რის გამოც სესიის მონაწილეებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, იყო ის, რომ საქართველოს ბოიკოტი იქნებოდა უშედეგო, რადგან მას არც ერთი სხვა ქვეყანა მხარს არ აუბამდა.
მეორე მხრივ
სესიის მონაწილეების მხრიდან გამოითქვა ცალსახა პოზიცია, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. საბოლოოდ კი ღია კენჭისყრის შედეგად სოჭის თამაშებში მონაწილეობა ერთხმად გადაწყდა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014 წლის 7-23 თებერვალს გაიმართება. ქართველი სპორტსმენები ორ სახეობაში, ფიგურულ სრიალსა და სამთო სათხილამურო სპორტში იასპარეზებენ.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია აქვს. არსებობს მოლოდინი, რომ ლიცენზიების რაოდენობა შვიდამდე გაიზრდება.
”ინტერპრესნიუსი”