ნიშანდობლივია, რომ ბრნო ამ უფლების მოპოვებას ჯერ კიდევ 2007 წლიდან ცდილობს. 2011 წლის ფესტივალის მასპინძლობა მათ ჯერ ტრაპზონს დაუთმეს, ხოლო 2013 წლის თამაშებისთვის ბრძოლაში ჰოლანდიურ უტრეხტთან დაყარეს ფარ-ხმალი. იმედია ბელგრადში გასამდება და ამ საპასუხისმგებლო მისიას
ბელგრადის ასამბლეა მუშაობას 26 ნოემბერს დაიწყებს. კონგრესის მონაწილენი მოისმენენ ეოკ-ის პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის წლის შემაჯამებელ სიტყვას, ასევე ლონდონისა და (1012) რიო-დეჟაინეიროს (2016) წლის ზაფხულის ოლიმპიადებისა და სოჭის (2014) წლის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მოხსენებებს, თუმცა ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 27 რიცხვში განვითარდება.
ევროპის 49 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წინაშე ჯერ ზამთრის 2015 წლის კანდიდატი კალაქები - სარაევო (ბოსნია) და ავსტრია-ლიხშტენშტეინი (ერთობლივი განაცხადი) წარსდგებიან პრეზენტაციით, ხოლო შემდეგ ზაფხულის ფესტივალის მსურველები - თბილისი და ბრნო.
ქართული დელეგაციის ნაწილმა, რომელშიც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე, ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ემზარ ზენაიშვილი, ,,თბილისი 2015"-ის პრეზენტაციის რეჟისორი დავით დოიაშვილი და სხვები შედიან სერბეთის დედაქალაქისკენ დღეს გამთენიისას აიღეს გეზი. თბილისის მერი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავა, დუეტი ,,ჯორჯია", რომლებიც თბილისზე სპეციალურად შექმნილ სიმღერას შეასრულებენ და დელეგაციის სხვა წევრები ბელგრადში მოგვიანებით გაემგზავრებიან.
კენჭისყრის შედეგები 27 ნოემბერს თბილისის დროით 16:00 საათისთვის იქნება ცნობილი.
geonoc.org.ge