სოჭი 2014: ბიატლონი - რუსების დაკარგული ოქროები

AutoSharing Option
რუსეთის ბიატლონის ფედერაცია, ალბათ, ძალიან ნანობს, რომ თავის დროზე სათანადოდ არ დააფასა ანასტასია კუზმინას ნიჭი და ეს ბიატლონისტი სლოვაკეთში გაექცა. იმ დროს, როცა რუსებს ძალიან უჭირთ სპორტის ამ სახეობაში ძველი ტრადიციების დაბრუნება, კუზმინამ ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიგო 7.5-კილომეტრიანი სპრინტი, ოღონდ ეს სლოვაკეთის სახელით გააკეთა.

9 თებერვალს ანასტასია არა მხოლოდ სწრაფად და ზუსტად ისროდა, არამედ ძალიან წარმატებული ბოლო წრე ჰქონდა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება (ეს დაამტკიცა წინა დღეს ოლე-ეინარ ბიორნდალენმა).

ქალთა სპრინტში ფავორიტებს ცუდი დღე ჰქონდათ. ვერც დარია დომრაჩევა, ვერც
ტურა ბერგერი, ვერც კაისა მაკარაინენი და ვერც გაბრიელა სოუკალოვა საუკეთესო რვა ბიატლონისტს შორის ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, TOP8-ში რამდენიმე მოულოდნელი გვარი ვნახეთ: იტალიელები - კარინ ობერჰოფერი და დოროტეა ვირერი მეოთხე და მეექვსე ადგილებზე გავიდნენ, პოლონელი ნოვაკოვსკა-ჟემნიაკი - მეშვიდეზე. ახლა მათ გამოდევნებით რბოლაში მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ეს შემთხვევითი წარმატება არ იყო.

ანასტასია კუზმინა
დაიბადა: 28 აგვისტო, 1984
სიმაღლე: 1.80 მ
წონა: 70 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010, სპრინტი
ოქრო - სოჭი 2014, სპრინტი
ვერცხლი - ვანკუვერი 2010, გამოდევნება
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2009) და ბრინჯაოს პრიზიორი (2011).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული