"თბილისი 2015" და "კოკა-კოლა" ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-სა და კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შორის 26 დეკემბერს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოეწერება ხელი.

კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" გრანდიოზული სპორტული ღონისძიების, "თბილისი 2015"-ის მთავარი პარტნიორი ხდება.

მემორანდუმს "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თემურ ჭყონია მოაწერენ ხელს.

"კოკა-კოლასა" და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. 1896 წელს, როდესაც პირველი ოლიმპიური თამაშები ათენში ჩატარდა, "კოკა-კოლა" ამ სპორტული ღონისძიების მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ "კოკა-კოლა" ოლიმპიური თამაშების მუდმივი პარტნიორია და მოუწოდებს
ათასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

2015 წელს საქართველოში პირველად ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის საზეიმო გახსნა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს, ხოლო დახურვა 1-ელ აგვისტოს მოხდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული