ცერემონიალი სდასუ-ს სააქტო დარბაზში გაიმართა, ხელშეკრულებას ხელი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა და უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ ქორიძემ მოაწერეს.
სდასუ მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია, რომელთანაც საორგანიზაციო კომიტეტმა მსგავსი მემორანდუმი გააფორმა. ის ითვალისწინებს ამ სასწავლებლის სტუდენტთა ჩართვას ფესტივალის მომზადებაში თუნდაც მოხალისეთა დონეზე, მაგრამ უფრო ფართო სახის თანამშრომლობაცაა განზრახული - სდასუ-ტვ-ზე ადგილობრივი სტუდენტების მიერ მზადდება გადაცემები ფესტივალზე, ქართულ სპორტსა
შეხვედრაზე ახვლედიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ფესტივალის მნიშვნელობას ქვეყნისთვის და იმასაც, რაოდენ მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების რაც შეიძლება ფართო მასის ჩაბმა.
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესაა ყველაზე მასშტაბური უცხოური ღონისძიება, რაც კი საქართველოში გამართულა და არა მხოლოდ სპორტში. როცა ქვეყანა მასპინძლობს ოლიმპიადას, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სტაბილური ვითარებაა.
ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა, ქვეყანაში შენდება სათანადო ბაზები და მომავალში მზად ვიქნებით, ვუმასპინძლოთ მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებს. თუმცა ამ რანგის ღონისძიებას დამოუკიდებლად ვერ შეასრულებს ვერც ერთი საორგანიზაციო კომიტეტი, აქ საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართვა" - განაცხადა ახვლედიანმა.