ოლიმპიზმი. რიო 2016: იყიდება ბილეთები

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ დაიწყო ბილეთების რეალიზაცია ბრაზილიის მოსახლეობისთვის.

გუშინდელი დღიდან მოყოლებული, თითოეულ ბრაზილიელ გულშემატკივარს შეეძლება ბილეთის შეძენაზე განაცხადის მიცემა, რის შემდეგაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ ორ სპეციალურ ლატარიაში. პირველი ლატარიის შედეგებს საორგანიზაციო კომიტეტი ამა წლის ივნისში გამოაცხადებს და გამარჯვებულებს შეეძლებათ საკუთარი ბილეთების შეძენა. ხოლო მათთვის, ვისაც პირველ ცდაზე არ გაუმართლა, აგვიტოსში მეორე ლატარია დაინიშნება.

სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბილეთების გაყიდვა განხორციელდება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ ავტორიზებული სააგენტოების მეშვეობით.

სულ მთელს მსოფლიოში გასაყიდად გამოიტანენ 7.5 მილიონ ბილეთს. ყველაზე
იაფი 40 ბრაზილიური რეალი ეღირება, ყველაზე ძვირი - 1200 რეალი. გახსნის ცერემონიაზე ყველაზე ძვირი ბილეთის ფასი 4.6 ათას რეალს მიაღწევს.

ბილეთებს, რომლებსაც 2016 წლის ივნისამდე ვერ გაყიდიან, არენების სალაროებში და საორგანიზაციო კომიტეტის ოფისებში მიიტანენ რეალიზაციისთვის. მათი შეძენა ნებისმიერს შეეძლება - მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 2016 წელს 5-21 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული