რუსებმა თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე წონით კატეგორიაში აიღეს მედლები, გაიმარჯვეს მხატვრული ტანვარჯიშის გუნდურ მრავალჭიდში.
ტყვიის სროლის დისციპლინა "ტრაპში" ათენის ოლიმპიადის ჩემპიონმა ალექსეი ალიპოვმა მოიგო და რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. რუსმა ფინალში 15-ივე "თეფში" გატეხა, იმ დროს, როცა სლოვაკ ერიკ ვარგას ბოლო ნასროლი გაუცუდდა. ამ მოგებით ალიპოვმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ლიზენცია მოიპოვა და ეს მისი მეხუთე თამაშები იქნება კარიერაში.
ცდილობს
ტექნიკური შედეგები
მხატვრული ტანვარჯიში
გუნდური
1. რუსეთი 35.300
2. ისრაელი 35.050
3. ბელარუსი 34.850
ტყვიის სროლა
კაცები
ტრაპი
1. ალექსეი ალიპოვი (რუს) 15
2. ერიკ ვარგა (სლოვაკ) 14
3. ჯოვანი პელიელო (იტა) 13
პნევმატური პისტოლეტი
1. დამირ მიკეჩი (სერ) 201.8
2. ჟოაო კოშტა (პორ) 201.5
3. იურაი ტუჟინსკი (სლოვაკ) 180.1
ტაეკვანდო
კაცები
68 კგ
1. აიხან ტაგიზადე (აზე)
2. კაროლ რობაკი (პოლ)
3. ხოელ გონსალესი (ესპ)
3. ალექსეი დენისენკო (რუს)
ქალები
57 კგ
1. ჯეიდ ჯონსი (ბრიტ)
2. ანა ჟანინოვიჩი (ხორ)
3. ნიკიტა გლასნოვიჩი (შვედ)
3. ევა კალვო (ესპ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"