თბილისი 2015: ქართველმა კალათბურთელებმა თურქებს მეორედ ვეღარ მოუგეს

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულა.

1-ელ აგვისტოს ჩატარებულ მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი კალათბურთელები თურქეთის გუნდთან ანგარიშით 63:71 დამარცხდნენ.

თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, თუმცა თურქეთის ნაკრებმა მეორე მეოთხედში მოახერხა ანგარიშის თავის სასარგებლოდ შეცვლა და საბოლოოდ შეხვედრა 8-ქულიანი სხვაობით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებებს შორის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩერქეზიშვილის კალათბურთელებმა დიდი ანგარიშით - 89:50 მოიგეს.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ვიზამთ კარგად გამოჩნდა ჩვენი სისუსტეები.....პირველი მოვიგეთ იმიტომ რომ,პირველი აღტკინება,დაჭყება კარგი ვიცით.დანარჩენი ....ფიზიკურად სუსტები ვართ,მალე დაიღალნენ და ვეღარ რისკავენ 3 ქულიანებს,და საერთოდ ბოლოს სროლაც ეზარებათ
ზურა ზურა 12
14:11 01-08-2015
0

სიახლეები პოპულარული