ვინ შექმნა ქართველი ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

AutoSharing Option
ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაცილების ცერემონიალი მოუწყვეს, სადაც სპორტსმენები განსხვავებულ, არასპორტულ სამოსში გამოცხადდნენ.

- პატრიარქმა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები დალოცა [ფოტოგალერეა]

მათი ხილვის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, ვინაიდან სპორტსმენების სამოსმა ცოტათი დააბნია ადამიანები, მიიჩნიეს, რომ ის ქართული არ არის.

ვინაიდან ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა, გაჩენილ კითხვებზე პასუხი AMBEBI.GE სწორედ მის დირექტორს, მხატვარ ანი ნინუას სთხოვა.

- რადგან ასეთი დაინტერესება გამოიწვია ოლიმპიელების სამოსმა, გიპასუხებთ, რომ ის არის ჭეშმარიტად ქართული სამოსი, ოღონდ,
მათ ვისაც ასეთი კითხვები გაუჩნდა, არ ვიცი, რას გულისხმობენ ქართულში. 6 წელია, მაღაზია გვაქვს და გარდა სამოსის გაყიდვისა, ვცდილობთ, იქაურობას გარკვეული შემეცნებითი დატვირთვაც მივცეთ.

ადამიანებს ვუხსნით თუ რა დანიშნულება აქვს, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის ტანსაცმელს და მის ატრიბუტებს, მაგალითად, ფაფანაკს, ყაბალახს და ა.შ. უმეტესმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, მაგრამ ბევრმა მიმაჩნია, რომ არ იცის.

ზოგს ჰგონია, რომ ჩოხა მხოლოდ ქართული ტანსაცმელია, არადა, ზოგადად კავკასიურია (უბრალოდ ქართულ ჩოხაშიც სხვაობაა, არის მეგრული, იმერული, არის ჩოხის განსხვავებული დეტალები). ამავე დროს არის ქალის ულამაზესი სამოსიც მაგალითად, კავთარი, რომელიც რაჭულისთვის არის დამახასიათებელი. ასევე არის აჭარული, ულამაზესი ელეგი, კაბა, მაგრამ აჭარული ადამიანებს მხოლოდ ის ჰგონიათ, რაც მოცეკვავეებს სცენაზე აცვიათ. ისიც არის, ოღონდ, იყო სხვაც, რომელიც ისე გავრცელებული არ გახლდათ.

- ოლიმპიელი ქალბატონები რა კუთხის სამოსით მოგვევლინენ?
- ეს არის სწორედ აჭარული ელეგი, ის მუზეუმში დაცული კოსტიუმის ზუსტი ანალოგია, მისი კოპირება,- ორნამენტი, ნაქარგობა ზუსტად იქიდან არის აღებული, უბრალოდ, სილუეტი ცოტათი შეცვლილია. იქ თავისუფალია და ჩვენ წელში გამოყვანილი შევქმენით იმიტომ, რომ კაბას ასეთი ფორმა უხდება.

ქალებს ასევე შევუქმენით ჩაფრასტი, თავზე დასაფარებელი. ხელში კი ქისები უჭირავთ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი, იგივე ტელეფონის შესანახად გამოადგეთ. თან, ოლიმპიურმა კომიტეტმა გვთხოვა, რომ ხელში რაღაც ჰქონოდათ.

Sportall.Ge

- ყველაფერი მათთან შეთანხმებით გაკეთდა, ხომ?
- დიახ, ეს იყო ჩვეულებრივი შეკვეთა, რომელიც მივიღეთ და შევასრულეთ. ასეთი კაბა ჩვენს კატალოგში შავი ფერის გვაქვს, რომელიც ნინო სალუქვაძეს უნდოდა, მაგრამ თეთრი უფრო გაანათებს, სტადიონზე, კარგად გამოჩნდებაო და მერე ასე გადაწყდა.

- მამკაცი ოლიმპიელების სამოსიც აჭარულია?
- ის ხევის მოხევის ახალუხი გახლავთ, ასე ეცვათ ადრე მოხევე მამაკაცებს, რომელიც უფრო თბილი ქსოვილისგან იყო, ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე გათვლილი და მთისთვის მოსახერხებელი. ჩვენ უფრო დავამოკლეთ, ქურთუკის ვარიანტში გადავწყვიტეთ, ცოტა თანამედროვე ელემენტები შევძინეთ, რომ პრაქტიკული ყოფილიყო. თან, სხვა დროსაც რომ ჩაიცვან როგორც ქართული შტრიხებით შექმნილი ტანსაცმელი.

Sportall.Ge

- მაინცდამაინც აჭარა და ხევის ანალოგების მიხედვით რატომ შექმენით ტანსაცმელი?
- ჩოხა როგორც ვთქვი, კავკასიაში სხვებსაც აცვიათ. ამიტომ, მეტი გამოკეთა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, თან, ის ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა სტადიონზე და თვითონაც ასე ფიქრობდნენ, მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტდით.

- მოკლედ, დიდი გაკვირვება გამოიწვია ამ ყველაფერმა...
- გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ

მგონია, რომ მაინც დავობენ და უნდა ვიდავოთ... მაგრამ მთავრია, იქ როგორ წარდგებიან, თუმცა მათი გამოსვლა, ვიმედოვნებ, რომ ღირსეული იქნება.

საზოგადოება კი როდესაც ქართულ კულტურაზე ლაპარაკობს, უფრო მეტი უნდა გაიგოს მასზე. ჩვენ მიერ წარმოდგენილი სამოსი ქართული კულტურის ნაწილია. ჰოდა, მოდი, ჯერ ჩავიხედოთ ამ დეტალებში და მერე განვსაჯოთ ეს კოსტიუმები ქართულია, სლავური, თუ უზბეკური. ამის შემდეგ უფრო მეტს ვილაპარაკებთ.

ავტორი: ლალი ფაცია
წყარო: AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები / 20 /
ხო, რადგან მუზეუმში დაცული ექსპონატის მიხედვით შეკერე ე.ი. ქართულია. შუასაუკუნეების ტანისამოსის დიზაინი რომ მოიპარე და XXI საუკუნეში ჩააცვი სპორტსმენებს მეტყველებს დიზაინერის უუნარობაზე შექმნას ახალი. ეს ქისები რომ უჭირავთ ქალებს რისთვის არის თუ იცი "დიზაინერო"? შუასაუკუნეებში ქაღალდის ფული არ იყო და მონეტებს დებდნენ ქისაში. მუზეუმში ძველი ქართველების კომბლებიც დევს, ბარემ დააკავებინე ხელში და ისე გაუშვი რიოში :)
ლუკა
25 ივლისი 2016 05:49
0
სადაც ევროსაბჭოზე შალახო დაუკრეს, არც ეს სამოსია გასაკვირი ამათგან.
irakli2016
24 ივლისი 2016 23:49
0
:DD ჯაჭვის პერანგი რომ ჩაიცვან და ისე გამოვიდეთ უკეთესი იქნება ამაზე :D)))
svani
24 ივლისი 2016 23:14
0
svanis-ს ვიციიიი უკრაინელებს გამოვყობ იმიტომ რომ ნანახი მყავს თავიანთ ეროვნულ ფორმაში და ჩამოგითვალო კონკრეტული ქვეყნებიიიიიიიიიიი?!!! ხორვატები, ბულგარელები მაკედონიელები გავაგრძელოოო კიდე რომელს ვგულისხმობ?! მადლობააააა რომ ასეთი განსწავლული ხაარ თორე ვინ შემისწორებდა)))))))))))
svani
24 ივლისი 2016 23:08
0
მო,,,თ გემოვნება!!! რა გავს ეს?
guro
24 ივლისი 2016 22:12
0
სოკის ოლიმპიური კომიტეტის პრეეზიდენტს ბატონ ლერი ხაბელოვს . ალბათ ყველა ქართველის აზრს გამოვხატავ -ჯერ ოლიმპიადის გახსნამდე კიდევ 12 დგეა დარჩენილი , ნუ წაიყვათ ოლიმპიელებს ამ ფორმით მთელი მსოფლიოს დასაცინი გავხდებით
შოთა
24 ივლისი 2016 20:50
0
შესანიშნავია, გილოცავთ!
გუჯა კახაძე
24 ივლისი 2016 20:35
0
რადგან მუზეუმში ყოფილა დაცული და მარტო ერთეულებმა რომ იცით ამიტომ უნდა მოგვეწონოს?...უფრო ადრეული ნამარხი სამოსი რომ გეპოვათ ,საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობი დაგვიმტკიცოთ -ქართულიაო ეს იქნება საკმარისი???
daTo
24 ივლისი 2016 20:28
0
კიმ ჩენ ირ-ის ნაჩუქარია?
მურთაზი
24 ივლისი 2016 19:39
0
ეს რაარი ამაზე ოლიმპიადით როგორ უნდა გამოხვიდე სირცხვილია იქნებ უფო მეტად ცნობილი ტანსაცმელი ყოფილიყო :))
skafush
24 ივლისი 2016 19:37
0

სიახლეები პოპულარული