
მართალია, ჩვენები მეორე სინჯის პასუხს ელოდებიან, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციასა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, ირაკლი ბოლქვაძე ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს, რომელმაც რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.
რევიშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. იგი 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"