ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც კანადელ სერხიო პესოას დაუპირისპირდა და მეტოქეს ვაზარ-იუკოთი სძლია.
პაპინაშვილი მერვედფინალში ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაუპირისპირდება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.