რიო 2016: ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ამირან პაპინაშვილი, რომელიც უზბეკ დიორბეკ უროზბოევს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან იპონით გაიმარჯვა, 1/2 ფინალში კი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონთან, მსოფლიოს ფინალისტ ბესლან მუდრანოვთან დამარცხდა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ხდება მართლა,რატომ იბლოკება საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული გადმოცემების დროს რატომ.ამისთვის ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას.
0
რა ხდება მართლა, რატომ იბლოკება საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული გადმოცემების დროს რატომ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული