
ქართველმა მეტოქეს თავიდან მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა გაუმართა და პირველი სეტი ფრედ, 25:25 დასრულდა, თუმცა წააგო მომდევნოები: 24:25; 24:27 და 27:28.
ჩვენი დანარჩენი მონაწილეები ხვალ, 10 აგვისტოს იასპარეზებენ: იულია ლობჟანიძე თბილისის დროით 17:57 საათზე მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას შეხვდება, ქრისტინე ესებუა კი 23:57-ზე ინდოელ დეეპიკა კუმარის გაეჯიბრება.