ხვალიდან ძიუდოზე ვამბობ უარს - ქართველი კომენტატორი ჭრიკიშვილის მარცხის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" კომენტატორმა ჭრიკიშვილის წაგების შემდეგ ძიუდოზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) ნახევარფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსთან წააგო, რის შემდეგაც ქართველმა კომენტატორმა ვახო გეგელიამ განაცხადა, რომ ძიუდოზე უარს ამბობს და სპორტის სხვა სახეობებზე გადაერთვება.

ტრევისთან მარცხის შემდეგ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან წააგო.

- რიო 2016. ძიუდო: ყველაზე მტკივნეული "მტკივნეული" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 41 /
რა გინდათ ამ კაცთან, ისიც ადამიანია. განერვიულდა, გაუსკდა კაცს გული და ემოციურად თქვა.. თან ისეთი არაფერი უთქვამს.
ძაან მაგარი კომენტატორია თავისი ჩვეული იუმორით))
Gegi
02:58 11-08-2016
0
ჭრიკიშვილი და ნაგასე ბრინჯაოსთვის რომ შეხვდნენ, რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები, ეს უკვე სენსაცია იყო ძიუდოს სამყაროსათვის. ასე ხდება ოლიმპიადაზე ძალიან ხშირად. თუნდაც შავდათუაშვილის ოქრო აიღეთ ოთხი წლის წინ, ელოდა ვინმე?...ნუ გაკიცხავთ ავთოს, დიდი სპორტსმენი რომ არის არაერთხელ დაუმტკიცებია და არცერთ ჩვენგანგანზე ნაკლებათ არრ სურდა გამარჯვება, ასე რომ გავამხნევოთ და მომავალი დიდი გამარჯვებები ვუსურვოთ. შენი იმედი ყოველთვის გვექნება ავთო.გამაგრდი, იხარე და იდღეგრძელე!
murtalo
02:24 11-08-2016
0

სიახლეები პოპულარული