სანდრო ბაზაძე: გუშინ ჩემი დღე არ იყო - ოლიმპიური ოქროსთვის მომავალში ვიბრძოლებ

AutoSharing Option
ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე 23 წლის ქართველმა მოფარიკავემ სტარტზე ხმლით ფარიკაობაში მოასპარეზე  ბრაზილიელი რენცო აგრესტა დამაჯერებლად დაამარცხა - 15:3, შემდეგ კი 1/16-ფინალში კორეელ კიმ ჯუნჰვანთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 14:15 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ პირველად იასპარეზა.

"ძალიან დამწყდა გული. მაქსიმალურად მოვემზადე ოლიმპიადისთვის, მაგრამ სპორტი ურთულესი რამაა. ძლიერი უნდა იყო სპორტსმენი, ამას რომ გაუძლო. სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მივაღწიე - სულ
რაღაც 1 ქულა დამაკლდა. იღბალიც... ასეთ დროს ისიც საჭიროა.

როგორც ჩანს, გუშინ ჩემი დღე არ იყო, მაგრამ ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნის რეალობად ქცევისთვის. ეს მიზანი კი ოლიმპიური ოქროა!

2017 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ამ ჩემპიონატისთვის მზადებას დავიწყებ და ვეცდები, საკუთარ კედლებში გამოვიჩინო თავი", - გვითხრა ბაზაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Zusti rchevebs adzlevt sandros amaze uketess vercerti psikologi ver urchevs !!!
Zusti rchevebia amaze uketess veravin girchevs
23 აგვისტო 2016 14:57
0
კარგდ დაიხსომე,რომ ყველაზე დიდი იღბალი პროფესიონალიზმია:ყოველდღიური შრომით უმაღლეს დონეზე აყვანილი ოსტატობა და შეცდომებიდან სწორი დასკვნების გამოტანა...ამის გათვალისწინებით ყველა დღე შენი იქნება...წარმატებები
სანდროს
12 აგვისტო 2016 17:37
0
არ გაუმართლა წილისყრაში. არადა მაგრა ებრძოლა კორეელს. 14-11 დან რა მაგრა შემოაბრუნა, და დასანანია რომ ცოტა არ ეყო.

გააგრძელე ვარჯიში სანდრო. შემდეგ ოლიმპიადაზე მომატებული გექნება და მჯერა გაგვახარებ მედლით.
giga
12 აგვისტო 2016 09:44
0
მიაწექი მიაწექი, კაცი მომავლის იმედით ცხოვრობს
999
12 აგვისტო 2016 09:11
0
სანდრო ყოჩაღ!!! შენ დიდი შედეგის მიღწევა შეგიძლია!!! დარწმუნებული ვარ, თუ თავს არ დაზოგავ და ბოლომდე ივარჯიშებ, მომავალი წარმატებები გარანტირებული გაქვს!!! სანდრო აბა შენ იცი!!!! გააგრძელე ქართული ფარიკაობის სკოლის დიდი ტრადიცია!!!
დათო
11 აგვისტო 2016 22:40
0

სიახლეები პოპულარული