ჩხოროწყუელმა სპორტსმენმა კარიერა სპრინტერულ დისტანციებზე რბენით დაიწყო. 2013 წელს მწვრთნელმა ანდრო ბედუკაძემ ურჩია, სიგრძეზე ხტომაში ეცადა ბედი. 2015 წლის ქვეყნის ზამთრის ჩემპიონატზე 7,94 მეტრით საქართველოს რეკორდი დაამყარა (უწინდელი მიღწევა 7,67 მეტრი იყო).
შარშან ხორავამ ბაქოში 7.64 მეტრით პირველ ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა, შემდეგ ტალინში 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატში 7,97 მეტრით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მაღალი რანგის შეჯიბრებებიდან მძლეოსნობაში
წლევანდელი სეზონი ხორავამ ზამთრის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლითა და რეკორდით (8.25 მ) გახსნა. ამ შედეგმა მას რიოს თამაშების საგზურიც მოუტანა. ზაფხულში, მცირე ქვეყნების ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 18 სახელმწიფოს მძლეოსნები მონაწილეობდნენ, 8.02 მეტრით პირველი ადგილი დაიკავა.
- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ოლიმპიადისთვის ვინ როგორ ფორმაში იქნება, - მითხრა რიოში გამგზავრების წინ ბაჩანამ. - მაგალითად, 29 წლის ბრიტანელი გრეგ რუტერფორდი, რომელიც 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ხოლო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები თითოჯერ ჰქონდა მოგებული, მთელი სეზონის განმავლობაში რეიტინგით მე-6 იყო. წლეულს ამსტერდამში ევროპის ჩემპიონატზე კი ოქროს მედალი მეორედ მოიპოვა.
ასე რომ, მთავარია, თავად იყო მომზადებული და მოტივირებული. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უკვე ისედაც დიდი მოტივაციაა და იქ ჯილდოს მოპოვების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"