
წყალტუბოელმა ფალავანმა სასტარტო შეხვედრა ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან გამართა და მეტოქე პირველსავე პერიოდში დაამარცხა - 8:0.
იაკობ ქაჯაიას მეტოქე მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკისა და ეგვიპტელ მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფს შორის გამარჯვებული იქნება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.